in

გაუქმდეს ტოკიოს ოლიმპიადა: პეტიციას 350 ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს

ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები, რომელიც შარშან უნდა ჩატარებულიყო, შესაძლოა წელსაც ვეღარ ჩატარდეს. საქმე ისაა, რომ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, იაპონელები ოლიმპიადის გაუქმებას ითხოვენ.

ტოკიოს ოლიმპიადის ჩატარება ისევ კითხვის ნიშნის ქვეშაა

იაპონელი პოლიტიკოსის კენძი უცუნომიას ვებგვერდზე განთავსებულ პეტიციას ოლიმპიური თამაშების გაუქმების მოთხოვნით, 350 000-ზე მეტი მოქალაქე აწერს ხელს.

“იმ ვითარებააში, რომელშიც ვიმყოფებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელია. თამაშებისთვის მომზადებისა და ვარჯიშის მხრივ, სპორტსმენებს შორის დიდი განსხვავება იქნება. ამასთან, დაწესებული შეზღუდვები, დიდი ალბათობით, სპორტსმენებს დიდ სტრესში ჩააგდებს, რის გამოც ისინი საუკეთესო შედეგების ჩვენებას ვერ შეძლებენ”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 

იაპონელები ოლიმპიადის ჩატარებას ეწინააღმდეგებიან

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ზაფხულში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ერთი წლით გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს და წელს თამაშები იაპონიის დედაქალაქში 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს. 

რას ჩაიცმევენ სპორტსმენები ოლიმპიადაზე: ეროვნულობა, იაპონური ხაზი, ვარსკვლავი მოდელიერები

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კოპა ამერიკა შესაძლოა კოლუმბიაში აღარ ჩატარდეს

შოთა ხინჩაგაშვილს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა