in

გატუზო მამარდაშვილთან? ვალენსია იტალიელს ბორდალასის შემცვლელად განიხილავს

გიორგი მამარდაშვილის შესაძლოა მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ჰყავდეს. ესპანურ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაციები, რომ ხოსე ბორდალასის მუშაობით კლუბში კმაყოფილები არ არიან და ის “ღამურებს” დატოვებს.

მე მას პრესაში მოვკლავ: მამარდაშვილს პრეზიდენტი აღარ ჰყავს

იტალიურ მედიაში ვრცელდება ხმები, რომ “ვალენსია” მთავარი მწვრთნელის კანდიდატად ჯენარო გატუზოს განიხილავს.

იტალიური მედიის ცნობით, ის უკვე შეხვდა კლუბის ხელმძღვანელებს. 👉 ბოლოს 44 წლის ჯენარო „ნაპოლიში“ მუშაობდა, მანამდე კი „მილანში“ იყო.

თუ შეთანხმება შედგა, მაშინ გატუზო უკვე მეორე ქართველ მეკარესთან ითანამშრომლებს. 2014 წელს ის ბერძნულ „ოფის“ წვრთნიდა, სადაც გიორგი ლორია თამაშობდა.

თავის მხრივ გეტყვით, რომ არაა გამორიცხული “ვალენსია” ქართველმა მეკარემაც დატოვოს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გიბრალტარის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ამ თამაშს უფრო გამოცდილები ვხვდებით

ჩემპიონთა ლიგის სეზონის გოლი: უეფამ ბენზემა გამოყო, შეარჩიე შენც