in

გარეტ საუთგეითი: არ მინდა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მივიღო

ის, სახლში ვერც ამჯერად დაბრუნდა. მორიგი მარცხი და მორიგი უტიტულო ფორუმი ინგლისის ნაკრებისთვის, მაგრამ მოქმედ ჩემპიონებთან შესანიშნავი პერფორმანსის შემდეგ საუთგეითის მომავალთან დაკავშირებით აზრი ორადაა გაყოფილი. ექსპერტთა ნაწილი (მაგ: ნევილი, კარაგერი და რუნი) მიიჩნევენ, რომ გარეტი უნდა დარჩეს. შირერი ნეიტრალურია, მაიკა რიჩარდსის აზრით, საუთგეითმა თავი ამოწურა.

საინტერესოა, თავად გარეტის აზრი, რომელიც მან “BBC”-ს უთხრა:

“არ მსურს, ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და შემდეგ სინანული. ბოლო 18 თვე მძიმე იყო, შესაბამისად, ახლა კარგად უნდა გავაანალიზო ჩემშია თუ არა პრობლემა. არ ვიცი, რას გადავწყვეტ”.

საინტერესო კი ისაა, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელთა შორის საუთგეითს მუნდიალებსა და ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი აქვს მოგებული.

ფოტოზე, სერ ალფ რემზის სტატისტიკაც ჩანს. მან სულ 2 დიდ ფორუმზე იასპარეზა და 1966 წელს, ის სახლში დააბრუნა…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბელინგემი: უკეთესი გუნდი გავარდა, მაგრამ ჩვენი დროც მოვა!

ლეო… ლეო… ლეო… როგორ მოიპარა გრინჩმა შობა?