რამდენიმე კვირაა უელსელი გარეტ ბეილი, ლოს ანჯელესში გადაბარგდა და ადგილობრივ კლუბს შეუერთდა. ბეილი, რომლის სანაცვლოდაც, „რეალმა“ თავის დროზე 100 მილიონი გადაიხადა და იყო მოლოდინი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გახდებოდა, თუმცა…
ყველაფერი ისე ვერ აეწყო, როგორც უელსელი ისურვებდა. გაუთავებელი ტრავმები, არასტაბილური სათამაშო ხარისხი და წერტილოვანი გამონათებები. ბოლო,ს ბეილი გოლფზე უფრო მეტს საუბრობდა, ვიდრე ფეხბურთზე და მისი გზაც მადრიდულს ასცდა.
მიუხედავად ყველაფრისა, 32 წლის ბეილი ნაკრების უცვლელი წევრია და 1958 წლის შემდეგ პირველად, უელსი მუნდიალზე ითამაშებს, თან ბეილი კაპიტანია.
სანაკრებო გეგმა: „ლოს ანჯელესში“ გადმოსვლის უმთავრესი მიზანი მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა, რადგან მუნდიალის დაწყებამდე სულ ცოტა დროა დარჩენილი და უთამაშებლად ნაკრებს ვერ დავეხმარები.
მლს-ის დონე: წლების განამვლობაში ამერიკულმა ფეხბურთმა სერიოზული პროგრესი განიცადა და საერთოდ არ მიმაჩნია, რომ კარიერის დასასრულისაკენ წავედი. ამერიკელებმა იციან, როგორ განავითარონ ფეხბურთი და მე ამის ნაწილი ვიქნები.
ევრო 2024: ჩემი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშო, რადგან ჯერ კიდევ 32 წლის ვარ და დასრულებული არაფერია. საამისოდ კი მუდმივი სათამაშო პრატქიკა მჭირდება.
გარეტ ბეილმა „ლოს ანჯელესთან“ 1 წლიანი კონტრატქი გააფორმა გახანგრძლივების პერსპექტივით, ოღონდ ეს მის პერფორმანსზე იქნება დამოკიდებული. ისე, რახანია ბეილს გოლფზე არ უსაუბრია და ამერიკაში, რომ გოლფის მოედნების ტევა არაა ესეც ვიცით.
GIPHY App Key not set. Please check settings