მილანში, სან-რაფაელეს საავადმყოფოში, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საფეხბურთო კლუბ „მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
2021 წელს გულის პრობლემის გამო, ბერლუსკონის ჰოსპიტალიზება მოხდა. მანამდე კი პოლიტიკოსმა „კოვიდ-19“ გადაიტანა.
ბერლუსკონი იტალიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. ის ფლობდა სამ იტალიურ ტელეარხს, იტალიის უდიდეს საგამომცემლო სახლს.
1986 წლიდან იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი და პრეზიდენტი.
ჟურნალ „ფორბსის“ ინფორმაციით, 2011 წელს მისი აქტივები შეფასდა 6 მილიარდ დოლარად.
2012 წლის 26 ოქტომბერს სილვიო ბერლუსკონი საგადასახადო თაღლითობის გამო გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს.
მისის სახელი მუდმივად უკავშირდებოდა სკანდალებს. შარშან კი, 85 წლის ბერლუსკონიმ 32 წლის დეპუტატ მარტა ფაშინაზე იქორწინა.
“მილანის” აღორძინება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ბერლუსკონიმ 80-იანი წლების ბოლოს გუნდში სუპერვარსკვლავებს მოუყარა თავი და არიგო საკის 1990-იანი წლების “მილანი” დაუმარცხებელ გუნდად აქცია.
ბერლუსკონი იყო იმ “მილანის” თავკაცი, როდესაც ამ გუნდში კახა კალაძე თამაშობდა.
ბოლოს ბერლუსკონი “მონცას” პრეზიდენტი იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings