73 წლის ასაკში გარდაიცვალა პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი.
1981 წელს ადამსმა კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა. 1982 წელს, მუხლზე ოპერაციის დროს, ექიმის შეცდომის გამო ის კომაში ჩავარდა.
39 წლის განმავლობაში ის გონზე მაინც ვერ მოვიდა. მთელი ეს წლები მას მეუღლე ბერნადეტი უვლიდა.
ადამსი პსჟ-ში, „ნიმში“, „ნიცასა“ და სხვა კლუბებში გამოდიოდა. საფრანგეთის ნაკრებში ის დაცვის ცენტრში თამაშობდა „მარსელელ“ მარიუს ტრეზორთან ერთად. მათ წყვილს „შავ გვარდიას“ უწოდებდნენ.
GIPHY App Key not set. Please check settings