ჩემპიონთა ლიგის ძირიტადი ეტაპი დასრულდა და სხვადასხვა გამოცემებმა სიმბოლური გუნდები შეადგინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, არიან ფეხბურთელები, რომლებიც ყველა ვერსიაში მოხვდნენ, თუმცა ასევე ბუნებრივია, რომ სიმბოლური გუნდები განსხვავებულია.
Goal-ის ვერსიით რვა ტურის შედეგების მიხედვით შედგენილ გუნდში შედიოდნენ:
მეკარე: იან ზომერი (ინტერი);
მცველები: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ჯონათან ტა (ბაიერი), ვირხილ ვან დეიკი (ლივერპული), ფედერიკო დიმარკო (ინტერი);
ნახევარმცველები: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), რაიან გრევენბერხი (ლივერპული), ჟოაო ნევეში (პსჟ);
თავდამსხმელები: ფლორიან ვირტცი (ბაიერი), სერუ გირასი (ბორუსია), რაფინია (ბარსელონა).
ESPN-ის ვერსია კი ასეთი გამოვიდა:
მეკარე: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა);
დაცვა: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ოლივიე ბოსკალი (პსვ), შტეფან დე ვრი (ინტერი), ნუნო მენდეში (პსჟ);
ნახევარდაცვა: ჯოშუა კიმიხი (ბაიერნი), მალიკ ტილმანი (პსვ), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი);
შეტევა: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), სერუ გირასი (ბორუსია), რაფინია (ბარსელონა).
თადარიგში მოხვდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ვინისიუსი, რობერტ ლევანდოვსკი, კრისტიან პულიშიჩი და სხვები.
WhoScored-მა თავისივე შეფასებები დააჯამა და შესაბამის პოზიციებზე მოთამაშეთა საშუალო რეიტინგების მიხედვით ასეთი სიმბოლური გამოუვიდა:
მეკარე: ტიბო კურტუა (რეალი, საშუალო ქულა – 7,39);
დაცვა: აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, 7.44), რაიან ფლამინგო (პსვ, 7.26), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, 7.1), ალეხანდრო გრიმალდო (ბაიერი, 7.68);
ნახევარდაცვა: ლამინ იამალი (ბარსელონა, 7,8), მალიკ ტილმანი (პსვ, 8,03), ფლორიან ვირტცი (ბაიერი, 7,83), რაფინია (ბარსელონა, 8,31);
შეტევა: ადემოლა ლოკმანი (ატალანტა, 7.74), ვინისიუსი (რეალი, 8.11).