მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ გასული უქმეების შემდეგ მსოფლიოს განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
განახლებულ რეიტინგში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რუმინეთთან მოგებისთვის (26:23) 0.75 ქულა დაემატა და მე-12 ადგილოსან სამოას ნაკრებს მიუახლოვდა. ლევან მაისაშვილს გუნდს 73.47 ქულა აქვს და წინამორბედ სამოას მხოლოდ 0.12 ქულით ჩამორჩება.
უდიდესი ალაბათობით, თუ “ბორჯღალოსნები” “დინამო არენაზე” ესპანელი “ლომების” დამარცხებას შეძლებენ, სამოას გადაასწრებენ და მე-12 ადგილზე დაბრუნდებიან.
რუმინეთს ჩვენთან მარცხი მეჩვიდმეტე ადგილის დაკარგვად დაუჯდა. “სტეჟარს” აშშ-მ გადასწრო.
შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილით გასვლა გაინაღდა, 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულისთვის 20 მარტს “დინამო არენაზე” ესპანეთს უმასპინძლებს. გეტყვით იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 1999 წლის შემდეგ ესპანეთიც იასპარეზებს.
GIPHY App Key not set. Please check settings