in

განაჩენი: დანი ალვეშს 4.5 წელი მიუსაჯეს – სხვაც ბევრი დააკისრეს

დანო ალვეშს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რასაც 5 წლით პირობითი სასჯელი ემატება. ბრალდებას 12 წელიწადი უნდოდა, სასამართლომ შეუმსუბუქა სასჯელი.

განაჩენში მითითებულია, რომ დაზარალებულს სექსზე თანხმობა არ მიუცია.

დაცვის მხარის ჩვენების მიუხედავად, სასამართლოს აქვს გაუპატიურების მტკიცებულება.

დანი ალვეში ასევე გადაუხდის 150 ათას ევროს დაზარალებულს და ვალდებულია მას 9.5 წელიწადი არ მიეკაროს.

ალვეშს შეუძლია კატალონიის უმაღლეს სასამართლოს აპელაციით მიმართოს. ეს შეუძლია მსვერპლმაც გააკეთოს. თუ რომელიმე მხარე აპელაციას შეიტანს, საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე თვეში გავიგებთ.

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელის სკანდალური ისტორია დასრულდა. ფეხბურთელი 2023 წლის 20 იანვრიდან არის დაკავებული.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს 23 წლის გოგონამ ალვეში დაადანაშაულა, რომ ის ღამის კლუბ Sutton-ის საპირფარეშოში გააუპატიურა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბესტი ბესტია: საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელები

მბაპეს უნდა, რომ რეალმა ის რონალდოს მსგავსად წარადგინოს და ეს ევროპის ჩემპიონატამდე გააკეთოს