in

გამყრელიძემ წააგო და ოლიმპიადას დაემშვიდობა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ოლიმპიურ ხალიჩაზე პირველი გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ).

ქართველი ფალავანი მისთვის სადებიუტო თამაშებში მერვედფინალიდან ჩაერთო.

პირველ შეხვედრაში ორთაბრძოლა მოუწია უზბეკეთის წარმომადგენელთან. სამწუხაროდ, გამყრელიძე დამარცხდა და დამოკიდებული გახდა მეტოქის ფინალში გასვლაზე. უზბეკი ფალავანი მეოთხედფინალში დამარცხდა, გამყრელიძე კი ოლიმპიურ თამაშებს გამოეთიშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გობაძემ ისევ წააგო და გავარდა

იბერიამ ბოლოს მაინც წააგო