in

გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ: კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შესარჩევ შეხვედრას სოფიაში, ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მწვრთნელთან ერთად იყო ჩვენი გუნდის ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი:

ექსპერიმენტები არ იქნება: ვილი სანიოლი

„საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე განსხვავებული მოლოდინები გვქონდა, თუმცა არსებული მდგომარეობა დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. ამ სიტუაციიდან გამოსავალი ერთად უნდა ვიპოვოთ, და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ამ შეკრებაზე იგრძნობა, რომ ერთი მიზანი გვაქვს — დავბრუნდეთ წარმატებულ გზაზე. გუნდის თითოეული წევრი მზად არის საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ მიზნის მისაღწევად.

გიორგი ჩაკვეტაძე განსაკუთრებული ფეხბურთელია. კარიერის დასაწყისში, დინამოს შემადგენლობაში, ერთად გვიწევდა თამაში და კარგად ვიცით ერთმანეთის თვისებები. ტრავმები ფეხბურთის ნაწილია და სამწუხაროდ ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძე უდიდესი დანაკლისია და ყველას გვინდა, რომ ჩვენთან ერთად იყოს, თუმცა გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებიც მზად არიან მოედანზე მაქსიმუმი გამოავლინონ და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები.“

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ექსპერიმენტები არ იქნება: ვილი სანიოლი

24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია: შეკრება 20 ნოემბერს დაიწყება