გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. 23-ე ტურის საშინაო შეხვედრა „კაენთან“ უგოლოდ 0:0 დასრულდა. ამ ქულის მიმატებით „მეცს“ 37 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა, არადა რომ მოეგო მე-3 ადგილზე მყოფ, 39-ქულიან „ბორდოს“ დაეწეოდა. ლიგა 1-ში გადამსვლელ მე-2 ადგილზე მყოფ „სოშოს“ 40 ქულა აქვს. მოკლედ, სხვაობა ძალიან მცირეა, წინ კი ჯერ ბლომად არის სათამაშო და ორივე ქართველის გუნდს აქვს დაწინაურების შანსი.
მიქაუტაძე გამორჩეული იყო, უკვე მე-8 წუთზე გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. ამას ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, მაგრამ მსაჯს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
22-ე და 35-ე წუთებზე მიქაუტაძეს გოლის გატანის რეალური შანსი მიეცა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ჩვენიანს მეორე ტაიმშიც ჰქონდა შანსები: 59-ე წუთზე მეკარეს ვერ აჯობა, 89-ე წუთზე კი ბურთს მცველი გადაეფარა.
მომდევნო შეხვედრა “მეცს” სტუმრად უწევს, გასავარდ ზონაში მყოფ “დიჟონთან”.
GIPHY App Key not set. Please check settings