in

გამარჯვებულის მენტალიტეტი და ძლიერი ფსიქოლოგიური მზაობა: ახალგაზრდული საქართველო ლამაზ ისტორიას აგრძელებს

ჩემს სამეგობროში ბევრი ადამიანია, რომელიც, დაახლოებით 4-5 წლის წინ მეუბნებოდა, “ბიჭო. მაგათ რა გაყურებინებს, ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველებაო.” ეშველა და თან როგორ ეშველა. ზედიზედ, მესამე წელია ქართული ფეხბურთი დიდი საფეხბურთო ფორუმის გარეშე არ რჩება. ამ თაობას აქვს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გვჭირდებოდა – გამარჯვების მენტალიტეტი. გამარჯვებულ საქართველოში დაბადებული თაობის მისწრაფებები დიდი გამარჯვებისკენ, ესაა ის, რაც ამ თაობას წინა თაობებისგან გამოარჩევს.

პირველი შეხვედრა საქართველოში 1:0 გვქონდა მოგებული და ხორვატიაში მცირე უპირატესობით ჩავედით. სანამ მატჩის პერიპეტიებზე გადავალ, ხორვატების გასაოცარ სტუმარ-მასპინძლობაზე უნდა გიამბოთ. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველ ჟურნალისტებს, რომლებიც ხორვატებზე მეეტი ვიყავით, კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცეს. მათმა პრესსამსახურმა გვითხრა, რომ მთავარი მწვრთნელი, მხოლოდ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხებდა, ასევე, გვითხრეს, რომ მათი მწვრთნელის პრესკონფერენცია, მოხლოდ ხორვატულ ენაზე გაიმართებოდა, რაც უეფა-ს რეგლამენტის დარღვევაა, რადგან პროტოკოლის თანახმად პრესკონფერენცია ინგლისურ ენაზეც უნდა ჩატარდეს. ქართველებსაც ცოტა აგდებულად, დამცინავად გვიყურებდნენ, მათ სახეზე იკითხებოდა, რამ ჩამოიყვანა ამდენი ჟურნალისტი აქ, მაინც ვერ მოიგებენო.

შეხვედრის მასპინძელ ქალაქს რაც შეეხება, ზაგრების და სპლიტის შემდეგ, ხორვატიის სიდიდით მესამე ქალაქია, 90-იანი წლების საქართველოს ოდნავ გაუმჯობესებული ვერსია. მკვდარი ქალაქი. მოკლედ, საპორტო ქალაქი, რომელშიც არც პორტი ვარგა და არც სხვა არაფერი. ხალხმა საერთოდ არ იცოდა თამაშის შესახებ, რადგან რიეკაში, როგორც ჩანს, წყალბურთით მეტად არიან დაინტერესებული.

მატჩი დაიწყო და პირველივე წუთებიდან ჩვენს ფეხბურთელებს დიდი ფსიქოლოგიური სტრესის გაძლება მოუწიათ. პატარა სტადიონი, რომელიც 16 000 მაყურებელს იტევს სავსე ნამდვილად არ იყო, თუმცა სტადიონზე მოსული გულშემატკივრები ჩვენს ყველა ბურთის მიღებას დიდი ობსტრუქციით ხვდებოდნენ და ტრიბუნაზე ქართველ და ხორვატ გულშემატკივრებს შორის მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი. თამაში ჩვენი სცენარით ნამდვილად არ წავიდა, მაგრამ გუნდმა აჩვენა ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვების წყურვილი, რამაც განაპირობა კიდეც ეს გამარჯვება. ორჯერ გათანაბრებული ანგარიში, მაშინ როცა ორი წუთი გაშორებს სანუკვარ მიზანს და გოლს უშვებს შენს კარში, თუმცა ამ თაობამ ე.წ. “ბოლო წუთების” სენიც გადალახა.

ლუკა ხარატიშვილი კი არის გმირი, რომლის ისტორიაზეც კარგი ფილმი გადაიღება. ბათუმის “დინამოში” ვერ მოახერხა თავის დამკვიდრება, გაანათხოვრეს “სამტრედიაში”, მერე ისევ ბათუმის “დინამო”, მაგრამ ამ ბიჭმა აჩვენა ძლიერი მენტალობა და გახდა კიდეც საქართველოს გმირი.

მატჩის შემდეგ, სწორედ ამაზე გაკეთდა აქცენტი კომენტარებში – გამარჯვებულის მენტალიტეტი და ძლიერი ფსიქოლოგიური მზაობა, რაც ამ თაობას გამოარჩევს.

მატჩის შემდეგ, სტადიონზე იყო ცეკვა და დიდი ჟივილ-ხივილი, თუმცა ეს მხოლოდ სტადიონზე. ამ ქალაქში კაცი ვერც ვერაფერს აღნიშნავ და ყველაფრის ხალისსაც დაკარგავს.

მოკლედ, საქართველო ევროპაზეა და ლამაზი ისტორიის წერა გრძელდება.

ტატო ნიკურაძე
რიეკადან

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნის სერია A-ში ბუფონი საუკეთესო ფეხბურთელია

გავედით, ბრავო: ახალგაზრდული საქართველო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს