„პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა, კრისტოფ გალტიემ ახალი ფორვარდის მოყვანა დააანონსა: ჩვენ ფორვარდს აუცილებლად დავიმატებთ. იკარდის ფაქტორმა და პლუს კალიმენდოს „რენში“ გადასვლამ ეს ამბავი აქტუალური გახადა.
„ნოტინგემ ფორესტმა“ ზაფხულის მე-13 შენაძენი გააკეთა. რემო ფროილერი, 30 წლის შვეიცარიელი ნახევარმცველი, რომელიც „ატალანტასა“ და შვეიცარიის ნაკრების მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ეს ტრანსფერი ნათლად ადასტურებს, რომ ევანგელოს მარინაკისს დიდი მიზნები აქვს.
„ლივერპულის“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა, 18 წლის ჰარვი ელიოტმა გუნდთან ახალი, 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2027 წლამდე იქნება ძალაში. ამის შესახებ ცნობას ფაბრიციო რომანო გვაწვდის. სიახლეს იურგენ კლოპი გამოეხმაურა: „ეს ჩვენი გუნდისათვის უდიდესი ამბავია, რადგან ახალგაზრდა და უნიჭიერესი ტალანტი კიდევ 5 წლით გავიფორმეთ“.
ლონდონის „არსენალის“ ცენტრალური მცველი კარიერას იტალიუ „მონცაში“ განაგრძობს. ამასაც ფაბრიციო რომანო გვატყობინებს და here we goo-ც მოაყოლა. მარიმ მეთოფეთა ბანაკში ფეხი ვერ მოიკიდა და ახლა ბედს ხმელთაშუაზღვაზე ცდის. სატრანსფერო თანხა 5.5 მილიონი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings