in

გაკვირვებულები და გახარებულები ვართ: ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა – დღეს პრესკონფერენციაა

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მატჩისთვის მზადებას პოზნანში განაგრძობს. შეკრების მესამე დღეს, ჩვენმა გუნდმა ლეხის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადების თაობაზე კომენტარი ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა. ნაკრების ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კარგ განწყობას გაუსვა ხაზი და გასვლით შეხვედრაში გულშემატკივართა განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.

ოთარ კიტეიშვილი:

“განწყობა, როგორც ყოველთვის, იდეალურია. ვემზადებით მნიშვნელოვანი და ძალიან რთული თამაშებისთვის. სექტემბერში წარმატებული მატჩები ჩავატარეთ, რაც დიდი შრომის და კარგი მომზადების დამსახურებაა.

აუცილებელია, რომ ეს წარმატებული სერია გავაგრძელოთ. განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ მოახლოებული თამაშებისთვის და იმედი მაქვს, შედეგი იქნება ისეთი, როგორიც სექტემბერში გვქონდა.

ევროპის ჩემპიონატს თუ არ ჩავთვლით, გასვლით მატჩზე ამდენი გულშემატკივარი არასდროს ყოფილა, რამდენიც უკრაინასთან თამაშს დაესწრება. ეს ახალი გამოცდილებაა ჩვენთვის. ქართველ გულშემატკივარს უკვე აქვს იმის სურვილი, რომ გასვლით მატჩებზე იყვნენ ჩვენთან ერთად. გაკვირვებულები და ძალიან გახარებულები ვიყავით, როდესაც გავიგეთ, რომ ამდენი ქართველი გულშემატკივარი გვეყოლება სტადიონზე”.

10 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ენეა სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება ტრადიციული მატჩისწინა პრესკონფერენცია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია 17:30 საათზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მომავალი წელი ყველაზე კარგი იქნება: 12 ოქტომბერს საქართველოში MMA-ის მნიშვნელოვანი საღამოა

ჩვენები ამერიკაში შეხვდნენ: მამუს გუნდმა გოგასას აჯობა