in

გაირკვა სად მიიღებს ესპანეთი საქართველოს

საქართველოს ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ისევ შეხვდება ესპანეთის ნაკრებს. ცნობილი გახდა ქალაქი, სადაც ესპანელები ჩვენს გუნდს უმასპინძლებენ. ესპანურმა მხარემ ამჯერად ვალიადოლიდი შეარჩია. შეხვედრა ხოსე ზორილიას (ცნობილი ესპანელი პოეტი და დრამატურგი) სახელობის სტადიონზე 2023 წლის 19 ნოემბერს გაიმართება.

საქართველო ესპანეთს აქამდე ორჯერ გადაეყარა შესარჩევ ეტაპზე. 4-ვე შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით დასრულდა. 2014 წლის მუნდიალის კვალიფიკაციაში ესპანეთმა 1:0 (თბილისში) და 2:0 მოგვიგო, წინა, ყატარის შესარჩევში კი თბილისში 2:1 დაგვამარცხა, ხოლო შინ 4:0. გავიხსენოთ, რომ თბილისურ მატჩებში ესპანეთს ძალიან გაუჭირდა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება ბოლო წუთებზე მოიპოვა.

სამაგიეროდ, ერთხელ, გასვლაზე, 2016 წელს, ამხანაგური თამაში მოვუგეთ 1:0.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები შესარჩევს 28 მარტს იწყებს ნორვეგიასთან საშინაო მატჩით. ერლინგ ჰოლანდს და მის თანაგუნდელებს ჩვენები ბათუმში შეხვდებიან, რადგან თბილისის სტადიონები ახალგაზრდული ევროსთვის ემზადებიან.

რაც შეეხება ევრო 2024-ის ჩვენს შესარჩევ ჯგუფს, გავიხსენოთ, რომ საქართველოს მეტოქეები არიან ესპანეთი, შოტლანდია, ნორვეგია და კვიპროსი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილი G ლიგის All Star-ში ითამაშებს

დუდა მამა გახდა და მეორე დღეს 30 ქულა ჩააგდო