in

გაიარა: მამარდამ ლივერპულისთვის სამედიცინო შემოწმება გაიარა – წითლები უყურებენ, რომ გიორგიმ გმირობა გააგრძელოს

Liverpool News | Empire of the Kop-ი იტყობინება, რომ გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიაში “ლივერპულისთვის” სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მალე კონტრაქტს გაუფორმებენ.

“ვალენსია” 30+5 მილიონ ევროს მიიღებს და მამარდაშვილის შემდეგი ტრანსფერიდან 10% ერგება. თბილისის “დინამო” გიორგის მერსისაიდულ გუნდში გადასვლის შედეგად 3.5 მილიონს მიიღებს.

ასე და ამგვარად, 850 ათასად შეძენილი ქართველის სანაცვლოდ “ვალენსია” 35 მილიონს მიიღებს და თანაც ის მინიმუმ ერთი სეზონი იჯარით “ღამურებში” დარჩება.

El Chiringuito-ს ჟურნალისტმა ხერმან მუნოსმა მამარდაშვილს ჰკითხა, ბედნიერია თუ არა, რომ კიდევ ერთი წელი “ვალენსიას” ღირსებას დაიცავს,
რაზეც მან მოკლედ უპასუხა – რა თქმა უნდა.

“ახლა, როდესაც ოფიციალური ტრანსფერის კიდევ ერთი დაბრკოლება გადაილახა, როგორც ჩანს, მამარდაშვილი “ლივერპულის” ფეხბურთელად რამდენიმე საათში და არა რამდენიმე დღეში დადასტურდება. ის “ვალენსიაში” კიდევ რამდენიმე თვის გატარებით კმაყოფილია. “წითლების” გულშემატკივრები ყურადღებით ადევნებენ თვალს რუბენ ბარახასს გუნდის წარმატებას ამ სეზონში, განსაკუთრებით იმ მოთამაშეს, რომელიც შეეცდება ევრო 2024-ზე დაწყებული გმირობა გააგრძელოს და დაამტკიცოს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ალისონის ღირსეული მემკვიდრე იქნება”, – წერს გამოცემა.


Sportall.Ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კარლსრუეს ბუდუზე შვიდციფრიანი წინადადება აქვს, რომელზეც უარს ვერ იტყვის

ედენ აზარი ბელგიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს