in

გადაწყდა: ხვიჩა რჩება და ხელფასი ეზრდება – ბარსას შორდება

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს დათანხმდა – იტალიური კლუბის ქართველი თავდამსხმელის შესახებ ახალ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი აქვეყნებს.

მანამდე გამოცემა იუწყებოდა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალ ხელშეკრულებაზე, ფაქტობრივად, შეუთანხმდა. ახლა კი Corriere dello Sport-ი ამტკიცებს, რომ კონტრაქტი ძალაში 2029 წლამდე იქნება. რაც შეეხება პირობებს, ამ მხრივ ახალი არაფერია – 23 წლის ფეხბურთელის წლიური ხელფასი გაოთხმაგდება და 1,5 მილიონი ევროდან 6 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

კვარაცხელიას მოქმედი კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ის შეფასებით, ქართველი ვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევროს შეადგენს.

ხვიჩა კვარაცხელია „ბარსელონას“ შორდება“, — ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Footboom1-ი წერილს „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელის შესახებ.

„ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი იყო, რომლის მომავალსაც „ბარსელონას“ უკავშირებდნენ. ზაფხულიდან ქართველი კატალონიელების რადარზე იყო. „ბლაუგრანა“ „ნაპოლის“ თავდამსხმელს პოტენციურ გაძლიერებად მიიჩნევდა, რადგან იტალიურ კლუბთან მისი კონტრაქტის გახანგრძლივება რეალური არ ჩანდა. თუმცა, როგორც ჩანს, ახლა ვითარება შეიცვალა.

„ბარსას“ სპორტულმა განყოფილებამ ასაკის, პოტენციალისა და დაბალი ხელფასის გამო კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერი დადებითად შეაფასა. ქართველის ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონი ევროა, რაც თანამედროვე ფეხბურთის გამორჩეული მოთამაშისთვის მინიმალური მაჩვენებელია. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, „ბარსელონა“ კარგავს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოთამაშის დამატების შანსს. კვარაცხელიას ფინანსური მოთხოვნები, შესაძლოა, „ბლაუგრანას“ ხელფასების კორექტირებას გამოიწვევს“, — წერს Footboom1-ი.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი „ამერიკის მეფის“ პრიზზეა წარდგენილი

ბუდუ ჰაიდენჰაიმში მიდის