in

გადაწყდაო: მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელი ხდება

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დღეს, 21 აგვისტოს “ლივერპულისა” და “ვალენსიას” წარმომადგენლების კიდევ ერთი შეხვედრა შედგა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რო გარიგება ამ კვირაში ოფიციალურად უნდა დასრულდეს, ახლა მხოლოდ მცირე დეტალებიღა დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ქართველი “მერსისაიდელთა” ფეხბურთელი და 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პირველი შენაძენი ოფიციალურად გახდება.

გიორგი 1 სეზონით “ვალენსიაში” იჯარით დარჩება, შემდეგ კი “ლივერპულში” გადაბარგდება და ალისონს ჩაანაცვლებს, რომელიც ამ სეზონის შემდეგ სავარაუდოდ, “ენფილდს” დატოვებს.

ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი ჯეიმს პირსი, რომელიც “ლივერპულთანაა” დაახლოებული და ამ გუნდის შესახებ წერს, “მერსისაიდელთა” რიგებში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს ეხმაურება.

პირსს სოციალურ ქსელში 1 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს და მისი გაჟღერებული ამბავი სანდოობით გამოირჩევა.

“გეტყვით, რატომ მოყავთ მამარდაშვილი. როგორც მე ამიხსნეს და ჩემამდე ინფორმაცია მოვიდა, მამარდაშვილის ტრანსფერით “ლივერპულმა” გრძელვადიანი მემკვიდროება დაგეგმა.

კლუბში ამ ბიჭზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ და მიაჩნიათ, რომ ბაზარზე ის თანხა, რომელიც მის სანაცვლოდ უნდა გადაიხადონ, სრულიად მისაღებია.

გუნდში ფიქრობენ, რომ მეკარის დაბევება და მისი 1 წლის შემდეგ
ჩამოყვანა კარგი ინვესტიცია იქნება”, – თქვა პირსმა Walk On Podcast-ზე საუბრისას.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლიონმა შეიძინა თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც ძნელად მოსაძებნია

ხვიჩა მამა გახდა: დამიანე დაიბადა