in

გადამწყვეტი მატჩის წინ: საქართველომ მეორე ხორვატიასთან წააგო

37th Men’s European Water Polo Championship - vs

წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა – 7:18.

ჩვენგან 2-2 გოლი ანდრია ბითაძემ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს, თითო სტეფან პიეშივაცმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და მეკარე ირაკლი რაზმაძემ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 1 გოლი), ანდრო ბითაძე (2 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ვლაჰოვიჩი (1), სტეფან პიეშივაცი (1), დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, ვატო დადვანი, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, გიორგი გვეტაძე (მეკარე).

საქართველოს ნაკრები უქულოდაა და 15 იანვარს, ჯგუფიდან გამსვლელ გადამწყვეტ მატჩში სლოვენიას შეხვდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ევროპის ჩემპიონატი აგრეთვე მსოფლიოს 2027 წლის და ევროპის 2028 წლის პირველობის შესარჩევი ტურნირიცაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რატომ და როგორ დათანხმდა სანიოლი საქართველოში მუშაობას