პსჟ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა და საამისოდ ერთმანეთის მიყოლებით ინგლისური გუნდების დამარცხება მოუწია. „არსენალთან“ ნახევარფინალის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა პარიზელთა ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა უკვე მოგებული აქვს 2015 წელს “ბარსასთან” ერთად.
ნაბიჯი სანუკვარ თასამდე: პსჟ ფინალშია და ინტერს შეხვდება
ლუის ენრიკე:
„მოჭარბებული ემოციები მაქვს. მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, თავდაცვა მოგვიწია, მაგრამ რამდენიმე კონტრშეტევის განხორციელების საშუალება მოგვეცა. ძალიან რთული იყო. მატჩი ჩვენთვის სასურველად არ წარიმართა. გაგვიჭირდა.
ჯამში მეტოქეზე მეტი გოლი გავიტანეთ და ფეხბურთში ეს არის მთავარი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ „არსენალმა“ შესანიშნავად ითამაშა.
ვფიქრობ, პსჟ-მ ფინალში გასვლა დაიმსახურა. სტატისტიკურად ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით ევროპაში.
პირველივე დღეს ვთქვი, რომ ჩემი მიზანი აქ ისტორიის შექმნა იყო. ჩემპიონთა ლიგა უნდა მოვიგოთ“, – აღნიშნა ენრიკემ.
GIPHY App Key not set. Please check settings