Goal.com-მა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამორჩეული ტალანტები დაასახელა. სიაში საქართველოს 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუაც მოხვდა.
ბაზელის ახალგაზრდა ნახევარმცველს ეროვნული ნაკრების ფორმა სულ ორჯერ აქვს მორგებული. მონღოლეთთან და ტაილანდთან მოგებულ ამხანაგურ შეხვედრებში.
ვილი სანიოლმა ახალგაზრდა ფეხბურთელი სიაში მას შემდეგ შეიყვანა, რაც ჯაბა კანკავამ ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებაზე უარი განაცხადა.
“ამ ზაფხულს გასამართ ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტია, თუმცა, ქართველები იმედოვნებენ, რომ გერმანიაში სიურპრიზებს შემოგვთავაზებენ. ამ გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გაბრიელ სიგუაა, რომელიც ვილი სანიოლმა ნაკრებში მოგვიანებით გამოიძახა და ამჟამად ძნელი სათქმელია, რამდენად მისცემს მას სათამაშო დროს, თუმცა უდაოდ დიდ ინტერესს იწვევს.”
სიგუა “თბილისის დინამოს” აღზრდილია და კარგი ასპარეზობის შემდგომ შვეიცარულ “ბაზელში” გადავიდა, სადაც 17 ჩატარებულ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
GIPHY App Key not set. Please check settings