ცნობილი გახდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ტურნირის მატჩებზე ბილეთების ფასი. მოგეხსენებათ, მუნდიალი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ყატარში გაიმართება.
უცხოელი გულშემატკივრებისთვის ბილეთის მინიმალური ფასი დაახლოებით 70 დოლარი იქნება, რაც სამჯერ იაფია, ვიდრე 2018 წლის მუნდიალზე.
ყველაზე ხელმისაწვდომი კატეგორია, ოღონდ მხოლოდ ყატარის მოსახლეობისთვის, 11 დოლარი ეღირება. წინა ჩემპიონატზე მასპინძელ, რუს ქომაგებს ორჯერ ძვირად შეეძლოთ ყიდვა.
GIPHY App Key not set. Please check settings