in

ბუქმეკერები იუვენტუსის გავარდნაზე ფსონებს აღარ იღებენ

იტალიელმა ბუქმეკერებმა უარი თქვეს და აღარ მიიღებენ ფსონებს „იუვენტუსის“ სერია ბ-ში გავარდნაზე.

La Gazzetta dello Sport იუწყება, რომ მუქმეკერებს ეშინიათ ტურინული კლუბისთვის მომდევნო სანქციების დაწესების და შესაბამისად ქვედა ლიგაში დაქვეითების.

მანამდე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სასამართლომ (FIGC) პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კლუბი დასაჯა კაპიტალის ფიქტიური მატების საქმის გამო. „იუვეს“ 15 ქულა ჩამოაკლეს, რის გამოც გუნდი სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილამდე დაეშვა.

ბუქმეკერებმა „იუვენტუსის“ გავარდნაზე ფსონების მიღება შეაჩერეს, რადგან არ სურთ ფული დაკარგონ იმის გამო, რომ შედეგი არა მოედანზე, არამედ სასამართლოში წყდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფრანგებმა იშოვეს, ინგლისელებმა დახარჯეს: ფიფამ ტრანსფერების ფული დაითვალა

ხვიჩას კიდევ ერთი აღიარება: მწვრთნელებმა ქართველი აღმოაჩინეს