საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა. “ჯვაროსნები” მუნდიალის შესარჩევში B ჯგუფში ასპარეზობდნენ და 7 ქულით მხოლოდ კოსოვოს აჯობეს. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა კოსოვო და შვედეთი დაამარცხა, საბერძნეთთან კი ფრეს დასჯერდა. ჯგუფი ლუის ენრიკეს ესპანეთის ნაკრებმა მოიგო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. იანე ანდერსონის შვედეთის ნაკრები კი, პლეი-ოფში ითამაშებს.
მუნდიალის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ, Whoscored.com-მა ყველა ჯგუფის სიმბოლური გუნდები გამოაქვეყნა. B საუკეთესო 11-ეულში მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” შემტევი ხვიჩა კვარაცხელია. ხვიჩამ განვლილ შესარჩევ ციკლში 6 გოლი გაიტანა.
ხვიჩას გარდა სიმბოლურში არიან ვიქტორ ლინდელოფი, სერხიო ბუსკეტსი და სხვა ცნობილი სხვები.
GIPHY App Key not set. Please check settings