ბექა ბურჯანაძის რეჯიო ემილიამ გასული წელი გამარჯვებით კი დახურა, თუმცა წარმატება ახალ წელში ვეღარ გააგრძელა და იტალიის ჩემპიონატის მორიგ, მე-14 ტურში მორიგი მარცხი განიცადა. რეჯიო ემილია სასარის შეხვდა და 74:99 წააგო.
სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების ფორვარდს ამჯერადაც სოლიდური სათამაშო დრო მიეცა. ის სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მოედანზე 26 წუთი გაატარა, რაც მასპინძელთა რიგებში მე-3 მაჩვენებელი გახლდათ.
ბურჯანაძის მონაგარი 7 ქულა, 1 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 პასი იყო. ბექამ 3-დან 1 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.
რეჯო ემილია მომდევნო მატჩს 15 იანვარს სტუმრად ტრენტოსთან ჩაატარებს.
დუდა სანაძის ანორთოსისი კვიპროსის ჩემპიონატში აელ-ს ესტუმრა და 12 ქულით დამარცხდა – 76:88. ამაზე ცუდი ისაა, რომ ქართველმა ფორვარდმა ამ მატჩში ტრავმა მიიღო და უშეეგო მცდელობის შემდეგ თამაში აღარ გააგრძელა.
სანაძემ თამაში მშვენივრად დაიწყო და საწყის 4 წუთში 7 ქულა დააგროვა, თუმცა შემდეგ თავისიანმა შემთხვევით ფეხი ფეხზე უხერხულად დაადგა და დუდა მოედნიდან გავიდა.
“სამწუხაროდ, უწყინარ სიტუაციაში ვიტკინე ფეხი და მოედნიდან გავედი. იმდენად მაგრად არ მტკიოდა და რადგან მოედანზე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ჩვენი გუნდის მცირე დახმარებაც შესაძლოა გამარჯვების მიზეზი გამხდარიყო, მეორე ტაიმში მოედანზე შევედი. სამწუხაროდ, თამაშს ვერ ავყევი. ფეხმა არ გამიშვა და იძულებული გავხდა, მოედანი ისევ დამეტოვებინა” – აღნიშნა სანაძემ.
მთლიანობაში დუდამ მოედანზე გატარებულ 22:52 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
დუდამ 7-დან 2 ორქულიანი და 5-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. სანაძემ ბურთი 5-ჯერ დაკარგვა და 1-ჯერ დაჯარიმდა.
ანორთოსისს 5 მოგება და 6 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. ფამაგუსტელები მომდევნო მატჩს 14 იანვარს შინ აპოპ პაფუსთან ჩაატარებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings