in

ბურჯანაძის 10 ქულა, 8 მოხსნა და კორუნას ბრძოლაში წაგებული გასვლითი მატჩი

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v80), quality = 82

ესანეთის უმაღლესი ლიგის სენსაციური გამარჯვებით დაწყების შემდეგ ბექა ბურჯანაძის “ლეიმა კორუნა ბასკეტი” პირველად დამარცხდა. ლიგის დებიუტანტმა პირველ ტურში მადრიდის რეალი ქულით დაამარცხა, მომდევნო შეხვედრა კი სტუმრად, გრან კანარიასთან გამართა და 72:80 დამარცხდა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე საკმაო დროით – 28:33 წუთი დაჰყო და თავისიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ ფორვარდს ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა. მან 10 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

გრან კანარიაში ითამაშა საქართველოს ნაკრების წევრმა ჯო ტომასონმა, რომელმაც 20 წუთი გაატარა პარკეტზე, ხსენებულ დროში კი 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა თავის გუნდს.

ლეიმა კორუნიას ორი ტურის შემდეგ თითო მოგება/წაგება აქვს და მომდევნო ტურში მორაბანკ ანდორას ეთამაშება, ხოლო გრან კანარიამ ორივე თამაში მოიგო და მომდევნო შეხვედრა მანრესასთან აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სუპერთასი ქუთაისმა მოიგო

მიქაუტაძემ ბოლო წუთები ითამაშა, გოლის გატანა კი მაინც შეეძლო