ბექა ბურჯანაძის ლეიმა ბასკეტ კორუნამ ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ამჯერადაც გუნდს ქართველმა ფორვარდმა ულიდერა. ბურჯანაძე გახდა მატჩის MVP, კორუნა ბასკეტმა კი მენორკა 105:73 გაანარდურა.
ქართველი ლეგიონერი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე კვლავ ყველაზე მეტი დრო დაჰყო. 24 წუთში ბექამ 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა და რაც მთავარია, გამარჯვებულთაგან მას ჰქონდა ყველაზე მეტი სარგებლიანობის ინდექსი – 20.
ამ გამარჯვებით ბურჯანაძის გუნდმა შეინარჩუნა Leb Oro-ს ლიდერობა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ესპანეთის უმაღლეს – ლიგა Endesa-ს. კორუნელებს 27 მატჩიდან 21 მოგება აქვთ და შემდეგ ტურში, 6 აპრილს სტუმრად ოურენსეს დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings