in

ბურჯანაძემ 13 ქულა ჩააგდო, მაგრამ “რეჯიო ემილია” დამარცხდა

ბექა ბურჯანაძემ იტალიის სერია “ა”-ში წარმატებული მატჩი ჩაატარა. ტრიესტესთან მატჩში მან პირადი რეკორდი დააფიქსირა, თუმცა სამწუხარო ისაა, რომ მისი კლუბი, “რეჯიო ემილია” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა – 79:84. “რეჯინამ” პირველი ტაიმი 10 ქულით დათმო, რის შემდეგაც “ტრიესტეს” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

ბექამ პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი. ბურჯანაძემ 4-დან ერთი ორქულიანი, 7-დან სამი სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

ქართველი კალათბურთელის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 7 ქულით მეტი ჩააგდო, რაც “რეჯინაში”

საუკეთესო შედეგი იყო.

“რეჯინამ” სეზონში მეშვიდედ წააგო და ჩემპიონატში 4 ქულით მე-14 ადგილზეა. ბურჯანაძე მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ “მილანოს” დაუპირისპირდება.

GBF

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

MARCA: პელეს მდგომარეობა უკეთესდება

BREAKING: კრიშტიანუ რონალდუმ “ალ ნასრისთან” 2.5 წლიანი კონტრაქტი შეათანხმა