მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა შინ ბულგარეთი უპრობლემოდ დაამარცხა – 3:0. მატჩის შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრესკონფერენციას, რომელსაც ჩვენი მხრიდან, დისკვალიფიცირებული ვილი სანიოლის ნაცვლად ზურაბ ხიზანიშვილი დაესწრო:
საქართველოს პირველი მოგება სამუნდიალოდ: მარტივი 3:0 ბულგარეთთან
რა დაუწერეს ჩვენს ფეხბურთელებს: ვინ გახდა საუკეთესო
„გილოცავთ ჩვენი ნაკრმებების, კალათბურთელების და ფეხბურთელების გამარჯვებას და ამ განსაკუთრებულ დღეს!
განსხვავებული მატჩი ვიხილეთ. მადლობა ბიჭებს, მათ ძალები სწრაფად აღიდგინეს და დავალებები ზუსტად შეასრულეს. დიდი მადლობა მამარდაშვილს, მან დასაწყისში გოლი არ გაუშვა და ამან დიდი როლი შეასრულა.
დიდი პატივისცემა კაშიას. ყველასთან გვქონდა საუბარი, თავს ვინ როგორ გრძნობდა და აქედან გამომდინარე, მისი დღეს არდაყენება სანიოლის გადაწყვეტილება იყო. გურამი პროფესიონალია და ეს გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო.
ლომინაძე დებიუტანტია, გამოვიძახეთ და ძალიან კმაყოფილები დავრჩით. ძალიან კარგად ჩაერთო თამაშში, დიდი პერსპექტივა აქვს. კაკაბაძის ინდივიდუალური შეცდომებიც ფეხბურთის ნაწილია. შეცდომები მეც დამიშვია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნაკრებში გამოძახება-არგამოძახება ამაზე არ იქნება დამოკიდებული.
როდესაც გოგლიჩიძე ნაკრებში მოვიდა, ყველა მოვიხიბლეთ, სწრაფია, აქტიური. ის სერია ა-ს გუნდში გადავიდა და მომავალში ნაკრებში ადგილს წლების განმავლობაში დაიკავებს, ჩვენი დაცვის ლიდერი იქნება.
დღეს საუკეთესო ალბათ ნიკა გაგნიძე იყო, ძალიან მაგარი მატჩი ჰქონდა. თუ დააკვირდებით, გუნდში დიდ როლს თამაშობს.
ბულგარეთის ნაკრები “გავწელეთ”, რაც შემტევების და ნახევარმცველების დიდი დამსახურება იყო
ვერ ვიტყვით, რომ პრობლემები არ არსებობს, ოქტომბერში უფრო მეტს დავინახავთ. ესპანეთსა და თურქეთში ორი რთული თამაში გველის. შანსი არის და სანამ არის, უნდა ვიბრძოლოთ და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
გვსურს ყველასთან ისე ვითამაშოთ, არავის არ ჰქონდეს განცდა, რომ გვაჯობა.
რეალობიდან გამომდინარე, ჩვენთვის მეორე ადგილი ჯგუფში დიდი წარმატება იქნება“.
GIPHY App Key not set. Please check settings