2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოსთან და ესპანეთთან მტკივნეული მარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრები ხვალ ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს გაეჯიბრება. ამ შეხვედრაში ვილი სანიოლის მხრიდან ბევრ ექსპერიმენტს ველით, თუმცა ექსპერიმენტები არც ოფიციალურ შეხვედრებში დაუკლია.
საბა ლობჟანიძის და ოთარ კიტეიშვილის გარდა, ჩვენს გუნდს ვაკო ყაზაიშვილიც გამოაკლდა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებები სულ ხუთჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და მაინცდამაინც კარგი სტატისტიკა არ გვაქვს. 6 მატჩი- 1 გამარჯვება, 1 ფრე, 4 მარცხი.
პირველად ეს გუნდები ერთმანეთს 1994 წელს წელს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირიდნენ, იმ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონატიდან ტრიუმფით დაბრუნებულმა ბულგარელებმა 2:0 იმარჯვეს.
1994. 12 ოქტომბერი
ბულგარეთი – საქართველო 2:0
1:0 კოსტადინოვი (55) 2:0 კოსტადინოვი (61)
საქართველო: დევაძე, ჩიხრაძე,რევიშვილი, შელია, ცხადაძე, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ქინქლაძე, კუდინოვი, ნემსაძე (71.ინალიშვილი), შ. არველაძე (75.გურული)
1995 წელს კი, იგივე საკვალიფიკაციოს განმეორებით მატჩში საქართველომ ბულგარეთი პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად დაამარცხა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი თამაში გამოდგა საქართველოს ნაკრების ისტორიაში. ბულგარეთს უამრავი ვარსკლავი ჰყავდა, თუმცა გამორჩეული იყო “ოქროს ბურთის” მფლობელი და “ბარსელონას” ნამდვილი სუპერვარსკვლავი ხრისტო სტოიჩკოვი, რომელიც გამწარებული იქნევდა ფეხებს აქეთ-იქით ბევრი ვერაფერი რომ ვერ გააწყო ჩვენებთან.
1995. 11 ოქტომბერი
საქართველო – ბულგარეთი 2:1
1:0 შ.არველაძე (1) 2:0 ქინქლაძე (46 – პენ) 2:1 სტოიჩკოვი (88)
საქართველო: ზოიძე, ჩიხრაძე, შელია, ღუდუშაური (82.ბერაძე), გოგიჩაიშვილი, ჯამარაული (74.კილასონია), ქინქლაძე, კუდინოვი, ნემსაძე, ა.არველაძე(46.ყაველაშვილი), შ.არველაძე
ძალიან მტკივენული იყო 2005 წლის 12 ნოემბერი, როდესაც ბულგარელებმა ამხანაგურ შეხვედრაში 6:2 გაგვანადგურეს.
2005. 12 ნოემბერი
ბულგარეთი – საქართველო 6:2
1:0 იანკოვი (2) 2:0 იანკოვი (28) 3:0 ბერბატოვი (35) 4:0 ბერბატოვი (47) 5:0 ტოდოროვი (63) 5:1ჯაკობია (84) 5:2 გოგუა (89) 6:2 ტოდოროვი (90)
საქართველო: რევიშვილი (68.სტურუა), ხიზანიშვილი, მჟავანაძე (46.გოგუა), სალუქვაძე, განუგრავა (65.კანდელაკი), კალაძე, კანკავა, კობიაშვილი, შ.არველაძე (68.ლ.ჯაკობია), დემეტრაძე (55.აშვეთია), მუჯირი (46.იაშვილი)
2008 წელს ბულგარეთი და საქართველო უკვე 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფკაციო ეტაპზე შეხვდნენ ერთმანეთს. “დინამოს” სტადიონზე გამართული შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, სტუმრად კი ისევ გავნადგურდით.
2008. 15 ოქტომბერი
საქართველო – ბულგარეთი 0:0
საქართველო: ლომაია, კვახაძე, სალუქვაძე, შაშიაშვილი, ლობჟანიძე, კობიაშვილი, მენთეშაშვილი, რაზმაძე, გოცირიძე (84.ოდიკაძე), იაშვილი (71.მერებაშვილი), მჭედლიძე (32.სირაძე)
2009. 14 ოქტომბერი
ბულგარეთი – საქართველო 6:2
1:0 ბერბატოვი (6) 2:0 პეტროვი (14) 3;0 ბერბატოვი (23) 4:0 ანგელოვი (31) 4:1 დვალიშვილი (34) 5:1 ბერბატოვი (35) 6:1 პეტროვი (44) 6:2 კობიაშვილი (51)
საქართველო: ლომაია (29. მამალაძე), ყენია (88.ოდიკაძე), ხიზანიშვილი, სანაია (78.მერებაშვილი), ლობჟანიძე, კალაძე, ხმალაძე, კობიაშვილი, რაზმაძე, დვალიშვილი, იაშვილი
GIPHY App Key not set. Please check settings