ბუენოს აირესი, ნეაპოლი და ახლა უკვე თბილისი. ფეხბურთის ღმერთის, მარადიული მარადონას მურალი საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მდებარე სტადიონის კედელზეა გამოსახული.
ვიდეო: ნეაპოლში მარადონას ფრესკა გახსნეს – ფანებმა შოკისმომგვრელი პრეზენტაცია მოაწყვეს
იდეის ავტორი გიორგი ხაჩიძეა, რომელიც ამბობს, რომ ის პატარა ბავშვი, რომელიც ამ სტადიონზე ფეხბურთს ითამაშებს და კედელზე მარადონას დაინახავს, თავს ნამდვილ საფეხბურთო გარემოში იგრძნობს.
შეგახსენებთ, რომ დიეგო არმანდო მარადონა გასული წლის 25 ნოემბერს, საკუთარ სახლში, გულის შეტევის შედეგად 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თუმცა, სანამ იქნება ფეხბურთი, მანამდე იქნება დიეგო, რადგან მარადონა უკვდავია.
დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია
GIPHY App Key not set. Please check settings