in

ბუდუ ჰაიდენჰაიმში მიდის

Geo Team-ის ცნობით, “კარლსრუეს” თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის “ჰაიდენჰაიმში” გადადის.

ზივზივაძე კონტრაქტის გასაფორმებლად ახალ კლუბში ხვალ გაემგზავრება. ეს გუნდი 15 ტურის შემდეგ გერმანიის ჩემპიონატზე 10 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. გუნდს შეტევის ხაზში პრობლემები აქვს და გაძლიერებას საჭიროებს – ბომბარდირი 4 გოლით მარვინ პირინგერია.

“ჰაიდენჰაიმი” კონფერენს ლიგაზე მერვედფინალში გასასვლელ პლეი-ოფში “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდება.

ზივზივაძის ანგარიშზე მეორე ბუნდესლიგის 17 მატჩში 12 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ის ჩემპიონატის ბომბარდირია. ბუდუს “კარლსრუესთან” ხელშეკრულება ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. Transfermarkt-ის მიხედით 30 წლის ქართველი ფორვარდის ღირებულება 1.8 მილიონი ევროა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გადაწყდა: ხვიჩა რჩება და ხელფასი ეზრდება – ბარსას შორდება

გოგას 23 წუთი, 8 ქულა და წაგება დეტროიტთან