ბუნდესლიგის მე-11 ტურში ქართველების გუნდები დამარცხდნენ. ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლა და 0:3 წააგო, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ „აუგსბურგს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.
ზივზივაძე თადარიგში იყო და 62-ე წუთზე შევიდა.
შეფასებები: sofascore – 6.5, flashscore – 6.2, whoscored – 6.0.
ჰაიდენჰაიმი – გლადბახი 0:3
გოლები: 0:1 დიკსი (45+1, პენ), 0:2 ტაბაკოვიჩი (55), 0:3 მატინო (76)
„ჰაიდენჰაიმი“ 5 ქულით აუტსაიდერია და 29 ნოემბერს ბერლინში „უნიონს“ შეხვდება.
რაც შეეხება გოჩოლეიშვილს, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და 82-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.6, whoscored – 6.4, flashscore – 6.3.

აუგსბურგი – ჰამბურგი 1:0
გოლი: კადე (76)
გაძევება: შლოტერბეკი (81, აუგსბურგი)
„ჰამბურგი“ 9 ქულით ამ მომენტისთვის მე-14 ადგილზეა და 30 ნოემბერს „შტუტგარტს“ უმასპინძლებს.


GIPHY App Key not set. Please check settings