ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის საშემოდგომო ეტაპის სიმბოლურ ნაკრებშია. გამორჩეული თერთმეტეული პორტალმა Whoscored-მა შეადგინა.
„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელის საშუალო შეფასება 7.5 გამოვიდა, რაც მეორე შედეგია. პირველზე მისი თანაგუნდელი მარვინ ვანიცეკი აღმოჩნდა (7.6).
შეგახსენებთ, ბუდუმ ბოლო ტურშიც შესანიშნავად ითამაშა და დუბლი შეასრულა, რის გამოც Whoscored-მა 8.5 ქულა დაუწერა.
ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირიცაა, ჩვენიანის ანგარიშზე უკვე 11 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings