azerisport-ი იტყობინება, რომ უნგრულმა კლუბმა ქართველი “ყარაბაღს” შესთავაზა, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა. ისიც უცნობია, დაინტერესებულია თუ არა ტრანსფერით აზერბაიჯანის ჩემპიონი.
“ყარაბაღი” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოში “ფერენცვაროშს” დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.
ზივზივაძე “ფეჰერვარში” 2020 წელს “მეზეკოვეშდიდან” გადავიდა; გასულ სეზონში “უიპეშტში” იჯარით გაუშვეს, რომლის რიგებში 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში ბუდუს ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ვხედავთ, თან “ფეჰერვარიდან” “ყარაბაღში” გადასვლა ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს.
GIPHY App Key not set. Please check settings