მეორე ბუნდესლიგაში მეორე ტურის მატჩი ითამაშა ბუდუ ზივზივაძის “კარლსრუემ”, რომელიც სტუმრად დიუსელდორფის “ფორტუნას” დაუზავდა – 0:0.
პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა თამაში საკმაოდ ჩაკეტილი იყო და რეალური მომენტები ბევრი არ იქმნებოდა. შესაბამისად, გატანის შანსი დიდად არც ქართველ ფორვარდს მიეცა, რომელსაც ხშირად ოდნავ უკან ჩამოსვლა უხდებოდა.
მეორე ნახევარში თამაში უფრო გამოცოცხლდა, ბუდუსაც ჰქონდა ერთი მომენტი, მაგრამ მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა.
ზივზვივაძე ბოლოს, 90+1 წუთზე შეცვალეს.
ორი ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 4 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ბუდუ ზივზივაძე კი წინა ტურში გატანილი სამი გოლით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიის სათავეშია.
“კარლსრუე” მომდევნო შეხვედრა 18 აგვისტოს თასზე აქვს, რეგიონული ლიგის “შპორტფროინდესთან”.
GIPHY App Key not set. Please check settings