ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ცხადია ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. ეს Sofascore-ის მოსაზრება გახლავთ.
მოგეხსენებათ, ბოლო ტურში, „პადერბორნთან“ (2:1) ჩვენმა ფორვარდმა დიდებულად ითამაშა, შეფასებად კი 9.0 ქულა დაიმსახურა.
ბუდუმ კარლსრუეს ლიდერთან მოაგებინა და პირველ ადგილზე გადაიყვანა
ამავე Sofascore-ის შეფასებით, ქართველი ფეხბურთელი საშემოდგომო ეტაპზე საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მეორე ადგილზეა. ისე აღსანიშნავია, რომ სამეულში მხოლოდ „კარლსრუეს“ მოთამაშეები არიან.
- მარვინ ვანიცეკი, ნახევარმცველი – 7.71
- ბუდუ ზივზივაძე, თავდამსხმელი – 7.56
- მაქს ვაისი, მეკარე – 7.11
GIPHY App Key not set. Please check settings