ბუდუ ზივზივაძემ შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და პოლონეთში გადავიდეს. ლუბინის „ზაგლებიე“ მოლაპარაკებებს აწარმოებს ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე. მოგეხსებათ, ჩვენიანი ამჟამად უნგრულ „ფეჰერვარში“ ირიცხება.
„ზაგლებიეს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს, გუნდში ვალდემარ ფორნალიკი მივიდა და საგაზაფხულოდ გუნდის გაძლიერებაც სურს.
აქამდე ქართველი თავდამსხმელი კიდევ ერთ პოლონურ კლუბს, ვროცლავის „შლიონსკის“ დაუკავშირეს.
ბუდუს „ფეჰერვართან“ კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს.
მიმდინარე სეზონში ზივზივაძემ 17 მატჩი ითამაშა, 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
GIPHY App Key not set. Please check settings