in

ბუდუ კარლსრუეში 2 წლით მივიდა: ახლა ადგილის შენარჩუნებისთვის, მერე ახალი მიზნებისთვის

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს. „კარლსრუეს“ ამბავი უკვე გაოფიციალურებულია და გარკვეული დეტალებიც ნათელი გახდა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ზივზივაძემ „კარლსრუესთან“ ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 19 ნომრით ითამაშებს.

„ბედნიერი ვარ, რომ „კარლსრუესთან“ კონტრაქტს მოვაწერე ხელი. ძალიან კარგი დონის ჩემპიონატია. წელს გუნდის მიზანი ლიგაში დარჩენაა. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს დავეხმარები. ახალ სეზონს კი ახალი მიზნებით შევხვდებით“, – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.

ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერზე კომენტარი კლუბის სპორტულმა დირექტორმა ოლივერ კრეიზერმა გააკეთა:

„გასულ ზაფხულს ზივზივაძე უკვე გვყავდა სატრანსფერო სამიზნეში. ბუდუ არის საერთაშორისო გამოცდილების მქონე მოთამაშე, რომელიც და გააძლიერებს ჩვენს შეტევას. ის არის მრავალმხრივი და შეტევის მიმართულების მოულოდნელი შეცვლა შეუძლია“.

„კარლსრუეს“ 5 თებერვალს „მაგდებურგთან“ უწევს თამაში. არ არის გამორიცხული თუნდაც მცირე ხნით ზივზივაძის დებიუტი უკვე ამ დღეებში შედგეს.

„კარლსრუე“ მეორე ბუნდესლიგაში 18 ქულით მე-15 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენაჩუნებისთვის იბრძვის.

ზივზიცვაძე ბოლოს უნგრული „ფეჰერვარის“ წევრი იყო. მანამდე კი თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „სამტრედიაში“, „ესბიერგსა“ და „მეზოკოვეშდში“ უთამაშია.

შეგახსენებთ, თავის დროზე “კარლსრუეში” ალექსანდრე იაშვილიც თამაშობდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, დავითაშვილის ბორდომ ლიდერთან წააგო

თოკო ევროლიგაზე MVP გახდა: 15 ქულა და მოგება სერბებთან