უდიდესი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბუდუ ზივზივაძე კლუბს გამოიცვლის. როგორც უნგრული წყარო იუწყება 27 წლის ქართველი თავდამსხმელი “ფეჰერვარის” კონკურენტ “ზალაეგერეშეს” ღირსებას დაიცავს.
ბუდუ მიმდინარე სეზონში სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განიცდის. მან ამ სეზონში “ფეჰერვარის” მაისურით 15 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 2 გოლი, 4 პასია.
17 ტურის შემდეგ “ზალაეგერეშს” 23 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. “ფეჰერვარი” კი, 29 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს.
GIPHY App Key not set. Please check settings