„კარლსრუეს“ ქართველი თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე სამშაბათს დილის ვარჯიშზე დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა, – ინფორმაციას bnn.de ავრცელებს.
„ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეს“ ვარჯიშზე მეკარე აკი კოხთან შეჯახების შემდეგ იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა. მას გუნდის ფიზიოთერაპევტი მატეო პოპერტი მკურნალობს“, – წერია bnn.de-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
„კარლსრუეს“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში სეზონი შესანიშნავად დაიწყო, პირველივე ტურში ჰეთთრიქი შეასრულა და ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ზივზივაძის მდგომარეობაზე სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings