in

ბუდუ დაბრუნდა, ჰაიდენჰაიმმა აუტსაიდერს ვერ მოუგო

ბუდუ ზივზივაძე ტრავმის შემდეგ „ჰაიდენჰაიმს“ დაუბრუნდა, რომელმაც შინ აუტსაიდერ „ბოხუმს“ უმასპინძლა და ასეთ გადამწყვეტ დროს მხოლოდ ქულა აიღო – 0:0.

ქართველი თავდამსხმელი 29 მარტს „ვოლფსბურგთან“ დაშავდა, კოჭის ტრავმა ჰქონდა და ერთი თვე მკურნალობდა (4 შეხვედრა გამოტოვა). ზივზივაძე თადარიგში იყო და მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე შევიდა.
თუმცა რეალურად 24 წუთი ითამაშა, რადგან მსაჯმა თამაშს 14 წუთი დაამატა („ჰაიდენჰაიმის“ მეკარემ მძიმე ტრავმა მიიღო და მატჩი გარკვეული დროით შეჩერდა). ბუდუ აქტიურობდა, ეძებდა ხელსაყრელ პოზიციას, მისი პასით კი თანაგუნდელს გატანაც შეეძლო.

შეფასებები: Flashscore – 6.5; Sofascore – 6.5; Whoscored – 6.1.

32 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 26 ქულით მე-16 ადგილზე, პლეი-აუტის ზონაში დარჩა და სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიგაში დარჩენის შანსს ინარჩუნებს.
„ჰაიდენჰაიმი“ 10 მაისს, ბოლოსწინა ტურში ბერლინში „უნიონს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბილეთები 5 და 8 მაისს გაიყიდება: რა ფასებია

იმედია ჩაკვეტაძეს შევინარჩუნებთ