ბუდუ ზივზივაძე ოფიციალურად გახდა „ჰაიდენჰაიმის“ ფეხბურთელი.
„კარლსრუემ” ქართველ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
განცხადება ასევე გაავრცელა „ჰაიდენჰაიმმა“. კერძოდ, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჰოლგერ ზანვალდმა დაწერა:
„ჩვენ მას დიდი ხნის განმავლობაში ვადევნებდით თვალს. ზივზივაძე წინა სეზონშიც იყო „კარლსრუეს” ლიდერი, წელს კი 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა და დაამტკიცა, რომ ნამდვილი ბომბარდირის თვისებები აქვს. დარწმუნებული ვართ, რომ იგი მალე შეძლებს გუნდთან შეგუებას და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაგვეხმარება“.
ბუდუმ „ჰაინდემჰაიმში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა. ამჟამად ჩვენიანიდ ახალი გუნდი ბოლოდან მესამეა ბუნდესლიგაში და გავარდნის საფრთხის წინაშეა.
ჰაიდენჰაიმი პატარა, 50-ათასიანი ქალაქია გერმანიის სამხრეთით, სტადიონი კი 15-ათასიანი „ფოიტ-არენაა“. გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანკ შმიდტია.
ქართველი ახალწვეული გუნდს ალგორფაში შეკრებაზე უკვე შეუერთდა.
ახალ გუნდში სადებიუტო მატჩს კი 11 იანვარს უნდა ველოდოთ, შინ ბერლინის „უნიონთან”.
GIPHY App Key not set. Please check settings