in

ბუდუ ბუნდესლიგაში დარჩა

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგაში დასარჩენი პლეი-აუტის მატჩი მოიგო და მომდევნო სეზონშიც გერმანიის მთავარ ლიგაში ითამაშებს: „ჰაიდენჰაიმმა“ განმეორებით შეხვედრაში სტუმრად „ელვერსბერგი“ დაამარცხა – 2:1 (პირველი მატჩი 2:2).

ქართველი თავდამსხმელი კვლავ თადარიგში იყო, თუმცა შესვლა მალევე მოუწია, 23-ე წუთზე დაშავებული თანაგუნდელი შეცვალა.

გადამწყვეტი გოლი 90+5-ე წუთზე გავიდა,შეტევა კი ბუდუ ზივზივაძემ წამოიწყო. უკან დაიხია, კარგად გაათამაშა ბურთი პარტნიორთან და გოლის ავტორ შიენცას სივრცე გაუთავისუფლა.

შეფასება: Flashscore – 6.5; Sofascore – 6.7.

ელვერსბერგი – ჰაიდენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 ჰონზაკი (9), 1:1 ფელჰაუერი (31), 1:2 სიენზა (90+5)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მბაპემ ოქროს ბუცი მოიგო: ვის და რამდენით გაასწრო

საქართველო ჯგუფიდან გავიდა და ახლა ევროპის ჩემპიონი ელოდება