in

ბუდუ ბოლოს შევიდა, ჰაიდენჰაიმმა ლაიპციგში ქულა აიღო

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სტუმრად „ლაიპციგთან“ კარგად ითამაშა და ძლიერი მეტოქისგან ქულა წამოიღო – 2:2. თუმცა სტუმრები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ და მეტიც შეიძლებოდა.

ბუდუ ზივზივაძე სამწუხაროდ სათადარიგო იყო (პირველად ახალ გუნდში) და მოედანზე მხოლოდ 83-ე წუთზე შევიდა. მას რაიმე შანსი ფაქტობრივად არ მისცემია.
შეფასებები: Sofascore – 6.2; Whoscored – 6.0.

ლაიპციგი – ჰაიდენჰაიმი 2:2
გოლები: 0:1 ჰონზაკი (6), 0:2 პირინგერი (13, პენ), 1:2 ოპენდა (45+2), 2:2 შეშკო (64, პენ)

„ჰაიდენჰაიმმა“ ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ ქულა მოიპოვა, 15 ქულით მე-16 ადგილზეა და დასარჩენ ზონას 6 ქულით ჩამორჩება.
1 მარტს მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტემ პენალტი გაიტანა, საუკეთესოც იყო და შტურმმა მოიგო