in

ბუდუს წარმატებული დებიუტი ბუნდესლიგაში: ჰაინდეჰაიმმა მოიგო

ბუდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში პირველი შეხვედრა ჩაატარა. მისმა „ჰაინდეჰაიმმა“ საკუთარ მოედანზე ბერლინის „უნიონი“ დაამარცხა – 2:0.

სასიხარულოა, რომ ქართველი ფეხბურთელი ახალ გუნდში მწვრთნელმა მაშინვე ძირითადში დააყენა და ბოლომდეც ათამაშა.

თამაში სტუმრებმა უკეთ დაიწყეს, მაგრამ გოლი „ჰაიიდენჰაიმმა“ გაიტანა, 37-ე წუთზე კი სტუმრებს კაცი გაუგდეს და მოედანზე 10 მოთამაშით დარჩნენ. ზივზივაძემ ტრაორეს პასი გაუკეთა, რომელიც როტემ წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევა.

პირველი ტაიმის მიწურულს ჩვენიანს თავის გამოჩენის შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

83-ე წუთზე ბუდუმ საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა, ბურთი სტუმართა მეკარეს ხელიდან გაუვარდა, დამატებაზე კი გოლი ბეკმა გაიტანა.

მეორე ნახევარში ზივზივაძეს სამი მცდელობა ჰქონდა – ჯერ მეკარემ იყოჩაღა, მერე ბურთი ზედ კარის ხაზიდან მცველმა გამოიტანა. შემდეგ კი იყო გოლის ეპიზოდი.

ბუდუმ ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუეთესო შეფასებები დაიმსახურა: flashscore – 7.6, whoscored – 7.4, sofascore – 7.3.

Fußball: Bundesliga, 1. FC Heidenheim – 1. FC Union Berlin, 16. Spieltag, Voith-Arena. Berlins Christopher Trimmel (l) in Aktion gegen Heidenheims Budu Zivzivadze (r). (zu dpa: «Heidenheim vermasselt Baumgart das Debüt als Union-Coach»)

ჰაიდენჰაიმი – უნიონი 2:0
გოლები: 1:0 კრეტციგი (17), 2:0 ბეკი (83)
გაძევება: როტე (37, უნიონი)

„ჰაიდენჰაიმმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ შვიდი წაგების შემდეგ გაიმარჯვა.
ახლა 13 ქულა აქვს და გადათამაშების ზონაში, მე-16 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს კი 15 იანვარს ბრემენში „ვერდერთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძე ცენტრში დააყენეს, ემპოლიმ სახლში წააგო

მამარდა დაბრუნდა და… სულ ბოლოს დასანანი გოლი გაუშვა: ვალენსიამ სევილიაში ქულა აიღო