in

ბუდუს ჩემპიონშიფისა და თურქეთის კლუბები იწვევენ 

საქართველოს ნაკრებისა და „კარლსრუეს“ თავდამსხმელს, ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგისა და ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბები იწვევენ – ეს საქართველოს პირველ არხთან საფეხბურთო მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ განაცხადა.

„ბუდუ ზივზივაძეს თურქეთის სუპერლიგის ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტი და მწვრთნელი დაუკავშირდნენ, კონტრაქტის გაფორმება შესთავაზეს. ახლა თავად ბუდუმ უნდა გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გერმანიიდან თურქეთში გადასვლა, ის ამ წინადადებაზე ფიქრობს.

ამას გარდა, ზივზივაძეს ასევე ინგლისის ჩემპიონშიფის გუნდშიც იწვევენ, მაგრამ სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კლუბების დასახელებას მოვერიდები“, – განაცხადა ლაშა ოდილაძემ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლობჟანიძე ამერიკაში დაბრუნდა და ლამაზი გოლი გაიტანა

მიქაუტაძე მონაკოსთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს: მონაკოც ადასტურებს