ბუდუ ზივზივაძემ ~ბუნდესლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა და „ჰაიდენჰაიმს“ „ჰოფენჰაიმთან“ სტუმრად ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა, მოედანზე შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე შევიდა და ოც წუთში სუპერგოლი შეაგდო – ბურთი საჯარიმოში მიიღო, ხვიჩას მსგავსად მარჯვენაზე გაისწორა და შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით მაღალ კუთხეში ჩასვა.
ბუდუმ ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები: Flashscore – 8.3; Sofascore – 8.1; Whoscored – 7.9.

ჰოფენჰაიმი – ჰაიდენჰაიმი 1:1
გოლები: 1:0 ტაბაკოვიჩი (54), 1:1 ზივზივაძე (65)
25 ტურის შემდეგ „ჰაიდენჰაიმი“ 16 ქულით აუტსაიდერია და 16 მარტს „კილს“ უმასპინძლებს.

GIPHY App Key not set. Please check settings