in

ბუდუს ორი საგოლე პასი და ბოლოს მაინც გავარდნილი კარლსრუე

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუე” გერმანიის თასის მერვედფინალიდან გავარდა. ჩვენიანის გუნდმა შეხვედრა ბუნდესლიგის წარმომადგენელთან პენალტების სერიაში დათმო.
არადა, ცოტა დააკლდა,რომ საქმე აქამდე არ მისულიყო: 116-ე წუთზე 2:1 წინ გავიდა, მაგრამ მესამე დამატებულ წუთზე აქეთაც გაუშვა გოლი.

ბუდუ ზივიზივაძე ძირითადში იყო და თითქმის სრულად ითამაშა, 120-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც მისი გუნდი ჯერ კიდევ იგებდა.

ბუდუმ ორივე გოლში მიიღო მონაწიელობა. ჯერ გასწვრივი პასის შემდეგ, სტუმრების მცველი დაეხმარა, თუმცა საგოლე გადაცემა მაინც ჩაეთვალა.
მეორე გოლისას კი რთული მდგომარეობიდან მისცა ბურთი თანაგუნდელს.

84-ე წუთზე, მეტოქესთან კინკლაობისთვის, გააფრთხილეს.

ბუდუმ ორივე გუნდიდან ერთ-ერთი მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore – 7.6, flashscore – 7.3.

კარლსრუე – აუგსბურგი 2:2 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:5)
გოლები: 0:1 ესენდე (40), 1:1 შლეიზენერი (54), 2:1 ვანიტცეკი (111), 2:2 ვარგა (120+3)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (37, კარლსრუე)

„კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებს, მე-15 ტურში სტუმრად „კაიზერსლაუტერნთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი მესია: კრიშტიანო მეორეა

ასეთ გუნდებთან შეხვედრა ჩვენთვის დღესასწაულია: ახალგაზრდულ საქართველოს თავისი ამბიცია აქვს